თრუმენ კეპოუტი – ხელის აუკანკალებლად

Truman Capote - In Cold Blood (1965)

თრუმენ კეპოუტი ლიტერატურაში ე. წ. „ახალი ჟურნალისტიკის“ ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. რომანი „ხელის აუკანკალებლად“ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. რომანს საფუძვლად რეალური ამბავი უდევს – 1959 წ. კანზასში ჩადენილი მკვლელობა, როდესაც მთელი ოჯახი (მამა, დედა და ორი შვილი) ამოწყვიტეს – და ძალადობის, როგორც რთული სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენის, ამოხსნის მცდელობაა. წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და საფუძველი დაუდო „რომან-რეპორტაჟის“ განსაკუთრებულ ჟანრს, რომელსაც შემდეგ მიმდევრებიც (ტომ ვულფი, ნორმან მეილერი) გაუჩნდნენ.

ზაფხულის ბუღსა და ხვატს, როცა ყვავ-ყორნებიც კი რაღაც ჩრდილს დაეძებენ თავშესაფრად… სექტემბერში ყველაფერი იცვება და „დედაბრის ყვავილობას“ რომ ეძახიან, სწორედ ის ჟამი დგება, რამაც ვინძლო, მთლად შობამდეც კი გასტანოს.

კარგი ხარ, ჰერბი – მუდამ იცი, სხვის მიწაზე ვინ რა უნდა დათესოს და როდის… აი, შენსაზე რას იზამ.

მშვენივრად ხართ ერთად და იყავით მერე, ვინ გიშლით. ბოლო-ბოლო, კარგი მოგონებები მაინც დაგრჩებათ, როცა ერთმანეთს დაშორდებით.

„უაღრესად ვნებამორეული კაცი ხარ, სულით მშიერი და არც ის გესმის კარგად, მაინც რა გიღვიძებს მადას; უაღრესად გულაყრილი კაცი ხარ, ვისაც საკუთარი პიროვნების კონფორმიზმის ტალღასთან შეხლა სურს; ორ სამყაროს შორის ხარ მოქცეული; ერთი თვითგამოხატვისკენ გიბიძგებს, მეორე – თვითგანადგურებისკენ. ძლიერი კაცი ხარ, მაგრამ შენს ძალას ერთი ხინჯი აქვს და მას თუ არ მოერიე ეს ხინჯი თავად შენს ამ ძალაზე მეტ სიმძლავრეს შეიძენს და აქეთ გაგაკრავს ბეჭებზე.
და რაა ეს ხინჯიო – იკითხარ. რა და – საბაბის სრულიად შეუსაბამო ემოციური რეაქცია. და რატომღა გიჩნდება ეს უგონო რისხვა იმათ შემხედვარეს, ვინც ბედნიერია, საკუთარი ცხოვრებით თვით მკმარი, საიდან მოდის ეს სურვილი, სხვას ტკივილი მიაყენო? ვთქვათ და სულელებად მიგაჩნია, ათვალწუნებული გაქვს მათი ზნეობრივი მრწამსი, მაგრამ რატომაა, რომ მათი სიხარული შენი აღშფოთების წყაროდ იქცევა? ის, რასაც საკუთარ თავში ატარებ, ტყვიაზე უარესია – ტყვია პირდაპირ კლავს, ეს ბაქტერიები კი შენთანვე თანაარსებობენ და კი არ კლავენ, ციხის გისოსებად ექცევიან შენისთანა დასახიჩრებულ სულს, რომელშიაც ჯერაც კიდევ ღვივის ღვთის სიყვარული, ოღონდაც მას ზიზღისა და სიძულვილის პატარა ცისფერი ალები მოსდებია. ამისთანა კაცი საკუთარი თავის მტერია და ვეღარც ვერაფერს ქმნის ღირებულს, ან თუ გამოსდის კიდეც რამე, ვერანაირი მიღწევით ვეღარ ტკბება“.

უარყოფისკენ მიგიწევს გული, – არავინ გადარდებს, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე გსურს არსებობა, ყოველგვარი რწმენის, მეგობრებისა თუ სითბოს გარეშე.

რა გახდა ეს წყნარი ოკეაანის გადაცურვა – რამდენ ვინმეს გადაუცურია!

„ჩემს ოთახში მუდამ სისუფთავეა და მყუდროება, სარწეველა სავარძელიც აქამაქვს, ღუღუნა ღუმელიც, ყავადანიცა და ოხრად იაფფასიანი წიგნები საკითხავად“.

საზოგადოდ, მეზობლებზე შხამიანი არც არავინაა ამქვეყნად… ეგ თავადაც კარგად მოგეხსენებათ.

ცხოვრებაში ცოტა უმსგავსობა არ მინახავს, მერწმუნეთ, მაგრამ ამისთანა ქვემძრომობის მსგავსიც არაფერი შემხვედრია…

ხანდახან ისეთი შეკითხვების დასმაც გიწევს, გინდა-არგინდა, მწარედ დანესტრავ კაცს.

თუ კი რაღაც უნდა მოგივიდეს, მარტო იმის იმედზეღა ხარ, რომ უარესი არაფერი მოხდება. მთელი ცხოვრება ხომ სულ რაღაცას ელი და თუნდაც იცი რომ რაღაც ცუდი გელის – გააწყობ რამეს? ცხოვრებას შეწყვეტ თუ რა? ეს მარტო სიზმარში შეგიძლია ეგრე.

ცოცხალს, ამქვეყნად
კეთილ სიტყვას არვინ შეგაწვეს;
მოვკვდები – შროშანს დამადებენ გულზე…
იქნებ მანამდე
ერთი გვირილა გამოიმეტო, კარგო!

ის კი არაა სასირცხვო, სახე რომ ჭუჭყიანი გაქვს, არამედ ის, რომ არ იმან.

როცა საკუთარ ოჯახზე, საკუთარ საქმეზე იღებ პასუხისმგებლობა, მაშინ ხდები ნამდვილი მამაკაცი, თორემ წარმოიდგინეთ ერთი, რა ქაოსი დაიწყებოდა, ყველამ ცალ-ცალკე რომ განაცხადოს: „ჩემთვის და საჩემოდ მსურს ცხოვრება, არავითარი პასუხისმგებლობა არ მაწევდეს და ვამბობდე და ვაკეთებდე მხოლოდ იმას, რაც თავად მსურს!“

იფიქრე ამაზე, პერი. მაგარი ტვინიკოსი ხარ, მე რომ მკითხო, ოღონდ აეგაა რომ ხანდახან საკუთარ მსჯელობებს გაუკვალავში გადაყავხარ ხოლმე.

არაფერია იმაზე ბუნებრივი, რომ შენს ხელმოცარულობაში მავანნიც დაადანაშაულო, ისევე როგორც მიგავიწყდეს ისინი, ვინც შენსავე წარმატებაში დაიდო წილი.

„ვინც თავისუფლებას უსასყიდლოდ იღებს და ეს ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობად მიაჩნია, ვერაფრით გაიგებს, რას ნიშნავს მისი დაკარგვა“.

საერთოდ, ფულის პატიოსნად შოვნას ვარ დაჩვეული.

ერთი შეხედვით კეთილია, გულიანი, მოსიყვარულეც… ოღონდ ეს გარეგანია ყველაფერი. შინაგანად კი…

ისე, მე მაგ მხრივ ძაან მგრძნობიარე ვინმე ვარ – წამსვე ვიყნოსავ, ადამიანები რას გრძნობენ ჩემს მიმართ…

არაფერია იმაზე საშინელი, როცა იცი, რომ შენს შვილს სიკვდილით დასჯიან.

აქამდე ვნატრობ, ერთი სადმე გადავეყარო ბნელ მოხვეულში…

„მამა მიყვარდა, მაგრამ ზოგჯერ მთლად აუტანელ ვინმედ იქცეოდა ხოლმე – არც ჩემი არაფერი აინტერესებდა და არც ხმის ამოღების უფლებას არ მაძლევდა. ბოლოს, მაინც იძულებული გავხდი, ჩემს გზას დავდგომოდი და სავაჭრო ფლოტში წავედი. 1948 წელს კი ჯარში წამიყვანეს – სერჟანტმა ცოტა ხელიც წამიკრა ჩემს ტესტებს და საჭირო ქულებიც მივიღე. აი, მაგის მერე მივხვდი სწავლის აუცილებლობას“.

„ადამიანი ცხოველი არაა – ხრწნადი სხეულია მაგრამ, მას მარად უკვდავი სუბსტანცია, სულიც გააჩნია და ვერაფრით დავიჯერებ, თითქოს სხვა ადამიანს ან თუნდა ადამიანთა ერთობას იმ სახლის, იმ ტაძრის საკუთარ გადაწყვეტილებით დანგრევის უფლება ჰქონოდეს, რომელშიც იგი იმყოფება…“

„ეს ადამიანის მოდგმის ბარბაროსული ხანის გადმონაშთია, ბატონებო! კანონი ამბობს, რომ არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა და მერე თავად სჩადის ამას, რითაც იმავე ბოროტებას აკანონებს, რის წინააღმდეგ გამოდის კიდეც… შტატს უფლება არა აქვს, ბოროტებას ბოროტებით უპასუხოს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას არავითარი დადებითი შედეგი არ მოაქვს – ამით ბოროტმოქმედება კი არ აილაგმება, პირიქით – ადამიანის სიცოცხლის ამგვარი დამცირება ახალ-ახალ მკვლელობებს წაახალისებს! ერთადერთი, რასაც ჩვენ ვთხოვთ, ეს ქრისტიანული სათნოებისა და მოწყალების გამოხატვაა, თუმცა რამე რომ იყოს, ხომ არც სამუდამო პატიმრობის მისჯაა დიდი გულმოწყალების მაგალითი…“

ზოგჯერ საშინელი და ამაზრზენი დანაშაული იმიტომაც ხდება ხოლმე, თავის დროზე რომ მშიშარა და უპასუხისმგებლო ხალხმა ვერ გაბედა, თავიანთი უპირველესი მოვალეობა აღესრულებინა…

თუ გახსოვთ, ეგ ერთ დროს მეტად პოპულარული ვინმე გახლდათ ლაყე საკითხავის მოყვარულ მოზარდებს შორის, რაღაც დღევანდელი სუპერგმირის მსგავსი.

ისევ ის ვარ, რაც არ მინდა რომ ვიყო.

„სამყარო ქაქითაა სავსე და ვინც მასში ცხოვრობს, რაც მალე მოათავებს ამ საქმეს, მით უკეთესი მისთვის. – თუკი ვინმეს მოკლავ, ჩათვალე რომ ვალსია შენთან!“

ყოველი გზა, საბოლოოდ, საფლავთან მიდის…

თავისი ასაკისთვის სრულიად შეუფერებლად ნაკითხი ვინმე იყო, მაგრამ რად გინდა – ცხოვრების არ გაეგებოდა არაფერი. ამას კი წიგნებით ვერ ისწავლი.

და სიკვდილით დასჯაზე რა ჩემი აზრი უნდა გითხრათ? არაფერი მაქ საწინააღმდეგო. ეგეც შურისძიებაა ერთგვარი და შურისძიებაში კიდე რაა სამარცხვინო? პირიქით მე რო ქლათერების ახლობელი ან იმ ხალხის რამე ვყოფილიყავი, იორკმა და ლატმმა რო გაასაღეს, ვერც მე მოვისვენებდი, ვიდრე მკვლელებს არ ვნახავდი თოკზე ჩამოკონწიალებულებს! ასე რომ, არაფერი მაგის საწინააღმდეგო მე არა მაქ, თუკი თავად მე არ ჩამომკიდენ ბოძზე…

მე მგონი, დიდი უჭკუობაა ცხოვრების ასე დამთავრება… – სულაც არ ვთვლი, რომ ჩამოხრჩობა გამართლებული ამბავია, გინდა ზნეობრივად, გინდა – იურიდიული თვალსაზრისით. იქნებადა ოდესმე როგორმე მაინც გამომესწიდა… – უაზრობაა ახლა ბოდიშების მოხდა, იქნებ დაუშვებელიც კი… ოღონდ მაინც მინდა პატიება გთხოვოთ.

© გამომცემლობა „დიოგენე“, 2015
მთარგმნელი გია ჭუმბურიძე

თრუმენ კეპოუტი - ხელის აუკანკალებლად 16.9 GEL

ჯეფრი იუჯინიდისი – თვითმკვლელი ქალწულები

Jeffrey Eugenides - The Virgin Suicides (1993)

„თვითმკვლელი ქალწულები“ ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ჯეფრი იუჯინიდისის (1960) პირველი რომანია, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ აქვს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდების – ლისბონების გოგონების თითოეული ნაბიჯი თავზარდამცემად ლოგიკურიცაა და ამავე დროს ალოგიკურიც. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარმოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის ამ წიგნში.

ამ საშინელ საზოგადოებაში სხვაგვარად ვერც მოხდებოდა, – ღვთის რწმენა დაკარგეს.

ქცევის საერთო წესების მიბაძვა ინდივიდუალიზაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია.

იმ მდიდარი ძუკნის, პორტრეტის სიყვარულის გამო პალაცოლო სახურაიდან გადმოხტა. აქვს თუ არა საზღვარი სისულელეს?

სახურავზე მოვკალათდით, ნიკაპით ხელებს დავეყრდენით და ყური დავუგდეთ ქალაქის ცხოვრების გაურკვეველ ხმებს, რომლებიც უკუღმა დატრიალებული მაგნიტოფონის ლენტის ბგერებივით გაურკვეველი იყო: ყვირილი, ჟრიამული, დაბმული ძაღლის ყეფა, ავტომანქანების სიგნალები, იმ გოგონების ხმები, ციფრებს რომ ასახელებდნენ გარკვეულ წესების მქონე თამაშში… ქარის მიერ შორიდან მოტანილი ყრუ, უაზრო ხმაური გაღატაკებული ქალაქისა, რომელშიც არასოდეს ვყოფილვართ. შემდეგ წყვდიადი. შორეული ავტომანქანების ფარები. უფრო ახლოს – ფანჯრებში აგიზგიზებული მოყვითალო ნათურები, რომელთა შუქზეც მოჩანდა ტელევიზორების წინ მოკალათებული ოჯახები. დავიშალეთ და სახლში წავედით.

ჩვენი მამები „საშუალო ასაკის კაცები“ იყვნენ – ღიპები დაიდეს და წვივებზე ბანჯგვლები გაექუცათ შარვლების ტარებით, მაგრამ სიკვდილამდე ჯერ დიდი დრო ჰქნდათ.

დიდად არავინ იწუხებდა თავს მუშათა უკმაყოფილების მიზეზებზე ფიქრით.

ეს იყო პირველი თვითმკვლელობა, რომელსაც შევესწარი. უფრო მეტიც, თავი გოგონამ მოიკლა. აქ ჩვეულებრივი თანაგრძნობის გამოხატვა საკმარისი არაა. მართალი გითხრათ, არ ვიცოდი, რა მეთქვა. ოფლმა დამასხა.

„ჩაძიება არ გვინდოდა. საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ ფეხი არ დაუცდა?“ ხოლო როდესაც საძილე წამლები, თოკის მარყუჟი და ა.შ. ვახსენეთ, მან თქვა: „თვითმკვლელობა, როგორც მომაკვდინებელი ცოდვა, განზრახვაზეა დამოკიდებული. ძნელად დასადგენია, სახელდობრ, რა განზრახვა ჰქონდათ ქალიშვილებს. რა სურდათ სინამდვილეში“.

თურმე სასაფლაო ყველაზე სწორი ადგილი იყო, რომელიც კი ოდესმე ენახათ. იქ არ იყო სასაფლაოს ქვები ან ძეგლები, მხოლოდ მიწაში ჩაფლული გრანიტის ფილები დახვდათ, მეორე მსოფლიო ომის, კორეისა და ვიეტნამის ომების ვეტერანების საფლავებზე კი – წვიმისგან შელახული ამერიკის დროშები და ხელოვნური თაიგულების მავთულის კარკასები.

„ზოგადად ასე მეოცნებე წერს. ადამიანი, რომელმაც დაკარგა კავშირი რეალობასთან. როდესაც ხტებოდა, ალბათ, ეჩვენებოდა, რომ კი არ დავარდებოდა, არამედ გაფრინდებოდა“.

ყველაფერი მოძრაობს, არაფერი ქრება. სიკვდილი სულაც არაა ის, რაც გვგონია. ის უკეთესი რამაა.

არ ვიცი, ახლა რას გრძნობთ. თავს ისე ვერ მოგაჩვენებთ, თითქოს ვიცოდე.

ძუძუსთავები გამომწვარ შაქარში ჩაგდებულ ორ ვარდისფერ ალუბალს მიუგავდა.

ის გოგო ვერ დამივიწყებია, ბიჭება. ახლაც კი.

ჩვენ დაჟინებული თხოვნისა და, აგრეთვე, იმის შემდეგ, რომ გამოჯანსაღების გზაზე მდგარ ნარკომანს ლაპარაკის ძლიერი მოთხოვნილება აქვს, მათი სიყვარულის ისტორია შევიტყვეთ.

მეხუთე დასვენების დროს ტრიპი, ჩვეულებრივ, სკოლიდან გამოდიოდა, თავის ავტომანქანაში ჯდებოდა და იქ მარიხუანას ეწეოდა. ამას ისევე სისტემატიურად სჩადიოდა, როგორც დიაბეტით დაავადებული ბიჭი, პიტერ პეტროვიჩი იკეთებდა ინსულინის ინექციებს.

ყოველი წამი მარადისობაა.

ის სამყაროს ღერძი იყო, დედამიწა კი მის ირგვლივ ბრუნავდა.

„გაუგებარია რა აღვიძებს მოგონებებს, – ბავშვის სახე. კატი საყელოზე ჩამოკიდებული ზანზალაკი. ნებისმიერი რამ“.

ლისბონთა სახლის მახლობლად თავისი „ტრანს-ამის“ ფანჯრის მინას ქვემოთ სწევდა და, ამავდროულად, მაგნიტოფონს ხმას ბოლომდე უწევდა: სურდა, რომ ლუქსს თავის საძინებელში გაეგონა ტრიპის საყვარელი სიმღერა. სხვა დროს, როდესაც შინაგან ფორიაქს ვერ ერიდებოდა, აქსელერატორს ფეხს აჭერდა და უკან ტოვებდა დამწვარი რეზინის სუნს, როგორც სიყვარულის სიმბოლოს.

თვითმკვლელობა მოგინდებოდა, უბრალოდ, იმისთვის, რომ რაღაც მოგემოქმედებია.

მოიკრიბა მხნეობა, რომელიც უიღბლო ცხოვრების შემდეგ შერჩა.

მოზარდები სიყვარულს ეძებენ იქ, სადაც მისი პოვნის იმედი აქვთ.

სჯობია, გოგოებმა დანამდვილებით არაფერი იცოდნენ.

იქნებ ბედნიერებაა, რომ სულელი ხარ? იქნებ უბედურება, რომ ჭკვიანი ხარ?

მწუხარება სავსებით ბუნებრივი რამაა. მისი დაძლევა კი – ადამიანის არჩევანია.
კვება ბუნებრივი რამაა. ჭარბი წონის დაძლევა კი – ადამიანის არჩევანია.

კოცნის მეშვეობით ის წვდებოდა ქალის არსს, თითქოს ქალის სული ტუჩებიდან ტოვებდა სხეულს (როგორც აღორძინების დროინდელი მოაზროვნეები ფიქრობდნენ).

საუბარს თავისი დრო აქვს, მდუმარებას – თავისი.

ასეთ მუსიკას რადიოშიც კი არ ვუსმენთ ხოლმე.

„იმ ღამეს შინ ფეხით წავედი. ფეხზე მეკიდა, როგორ მივიდოდი სახლამდე. უბრალოდ წავედი“. და შემდეგ: „რა უცნაურია. მომწონდა. მართლა მომწონდა. უბრალოდ, მაშინ გულს მირევდა“.

სწორედ ესაა საშინელება. არაფერი ვიცი. ყველა ბავშვი ამგვარია. დაბადებისთანავე განუდგებიან ხოლმე დედას.

ბოლოს ხვდები იქ, სადაც წარსული ძველდება აღარ გაწუხებს.

„ავსტრალიური მეთოდით“, რომელიც აქაფებულ კოკა-კოლათ გამორეცხვას გულისხმობდა.

ახლა, ქარხნების გამონაბოლქვისა და გლობალური დათბობის გამო, თოვლი კი აღარ ბარდნის, არამედ ღამღამობით ნელ-ნელა ცვივა და დილას საპნის ქაფივით ქრება. სამყარო – ეს დაქანცული მსახიობი – მორიგ არასრულ სეზონს გვთავაზობს.

დები მშობლიური სახლის ზღურბლს ვერ სცილდებოდნენ და წარმოსახვით მოგზაურობდნენ სიამის მოოქროვილ ტაძრებში, ხედავდნენ ბერიკაცს, რომელსაც იაპონიაში, პატარა ხავსიან ბაღში ვედრო და ცოცხი ეკავა.

„ჩვენ, ბერძნები, პირქუში ხალხი ვართ. თვითმკვლელობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი რამაა. გაუგებარია, როგორ უნდა დაკიდო საშობაო ნათურები მას შემდეგ, რაც შენმა ქალიშვილმა თავი მოიკლა. ჩემს ია-იას ერთი რამ ვერ გაუგია: რატომაა, რომ ამერიკაში ყველას თავი ისე მოაქვს, თითქოს ბედნიერია?“

ზამთარი ლოთობისა და სასოწარკვეთილების დროა. დაითვალეთ, რამდენი ლოთია რუსეთში ან რამდენი თვითმკვლელი კორნელში.

ჰეი, ხომ არ გისურვებია ოდესმე
გადაგეხედა ცისარტყელის მეორე მხარეს?
მაგრამ, პატარავ სიზმრები მათთვისაა, ვისაც სძინავს,
სიცოცხლე კი – იმათთვის, ვინც მას უფრთხილდება.
და თუ მოგწონს ჩემი სიმღერა, ცისარტყელამდე
ერთად ავფრინდეთ.

„კაპიტალიზმმა მატერიალური კეთილდღეობა მოგვიტანა, მაგრამ სულიერად გაგვაღარიბა“.

რომელიღაც დაავადებამ ქვეყნის გულისგულში შეაღწია და ლისბონთა გოგონებიც დააავადა.

უკანასკნელად გამოვცხადდით იქ და გაჭიმულნი ვიდექით. ვინს ფუზილმა ანთებული სანთებელა მაღლა ასწია, როგორც როკ-კონცერტზე იქცევიან ხოლმე. ეს იყო ის მარადიული ცეცხლი, რომლის დანთებაც შეგვეძლო.

„ადამიანთა უმრავლესობისათვის, – თვითმკვლელობა „რუსულ რულეტს“ წააგავს. რევოლვერში მხოლოდ ერთი ტყვიაა. ლისბონთა გოგოების შემთხვევაში სხვა ვითარება იყო. მათი რევოლვერი მთლიანად იყო დატენილი. ერთი ტყვიია იყო ოჯახური ზეწოლა, მეორე ტყვია – გენეტიკური მიდრეკილება, მესამე ტყვია – ულმობელი ბედისწერა, რომელიც მათ ინერციით წინ ეწეოდათ. დანარჩენი ორი მიზეზის დასახელება ახლა უკვე შეუძლებელია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პისტოლეტის სავაზნე ცარიელი იყო“.

© გამომცემლობა „დიოგენე“, 2015
მთარგმნელი თამარ ლომიძე

ჯეფრი იუჯინიდისი - თვითმკვლელი ქალწულები 14.9 GEL

სტივენ კინგი – კერი

1035x1543-Carrienovel

„კერი“ სტივენ კინგის პირველი გამოქვეყნებული რომანია. სწორედ ამ წიგნით დაიწყო ახალი ხანა ჰორორის ჟანრის ლიტერატურაში. ეს გახლავთ ერთი დაჩაგრული (შინ – დედის რელიგიური ფანატიზმისაგან, ხოლო სკოლაში – თანაკლასელების დაუნდობლობისაგან) და ყველასგან გარიყული გოგონას – კერიეტ უაიტის – ტრაგიკული ისტორია. გოგონას ყოველი მცდელობა, როგორმე გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდის ცხოვრებით იცხოვროს, კრახით მთავრდება. თითქოსდა ბედს შეგუებული კერი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია, მწარედ იძიოს შური…

უფალს შენთვის საგანგები ადგილი აქვს მომზადებული ჯოჯოხეთში.

ხომ ყველამ იცით, ყველანი ხვდებით
ამოისუნთქავს გოგონა შვებით,
როცა გაიგებს და დარწმუნდება,
რომ ისეთია, როგორიც სხვები…

სისუფთავე სიწმინდის ტოლფასია.

მოკლედ, არც ისე იწვიმა, როგორც ქუხდა.

მარგარიტს სახე ბენზინმზიდის ტრაკს მიუგავდა და ტანიც არანაკლებ უშნო ჰქონდა.

გაზრდასთან ერთად ადამიანები უკეთესობისკენ არ ვიცვლებით – მხოლოდ ჭკუა გვემატება. ჩვენ უწინდელივით ვაცლით ბუზებს ფრთებს, ოღონდ ახლა უფრო სარწმუნო არგუმენტებს ვიგონებთ თავის გასამართლებლად.

ზედმეტი წარმოდგენა გაქვს ჩემს გარეგნობაზე…

ბოლოს ამ ამბავზე ფილმიც კი გადაიღეს – აპრილის მიწურულს ვნახე და, კინოთეატრიდან გამოსულს, კინაღამ გული ამერია. ამერიკაში ყველა მნიშვნელოვან ამბავს, ბავშვის ფეხსაცმელივით, ოქროსფერ ბრჭყვიალა ქაღალდში ფყთავენ, რომ მალე დავივიწყოთ.

წუხილი დიდი ვერაფერი განცდაა. შეიძლება წუხდე შემთხვევით დაღვრილი ყავის, ან ბოულინგში დამარცხების გამო. ნამდვილი და მარადიული კი მხოლოდ სევდაა – ის ისეთივე იშვიათია, როგორც ჭეშმარიტი სიყვარული.

შეუძლებელია, ჟურნალ-გაზეთის მიერ შექმნილ ხატს ადამიანური იერი დაუბრუნო…

მანქანა მისი მონაც იყო და ღმერთიც.

ღმერთი არავის პატიობს განდგომას.

თუ ქეიფია, ქეიფი იყოს.

ეს საქმე მოვათაო და ისე ვიხმა, წინა სასიყვარულო ღამეები ბავშვურ გართობად მოეჩვენება.

ცოდვის ჩამორეცხვა შეუძლებელია. ცოდვას… ვერასოდეს… ჩამოირეცხავ…

ადამიანი ხომ ვერ აცნობიერებს, რომ სუნთქავს, სანამ განგებ არ დაფიქრდება ამაზე.

ჩვენ დიდი ზნეობრივი პრობლემების წინაშე ვდგავართ.

მე… წადით, თქვენი!.. გაგარტყით ყველას!

ნეტავ, შემეძლოს გიმღერო ისე,
რომ გაგიფანტო შიშები მყისვე
და დაგიამო ისევ და ისევ
ტკივილი, მაგ ფუჭ ცოდნას რომ ახლავს…

აი, ჩემი პატარა წიგნიც დასრულდა – იმედია, დიდ წარმატებას მოიპოვებს და საშუალებას მომცემს, გავიქცე სადმე, სადაც არავინ მიცნობს. მინდა ყველაფერი კარგად გავიაზრო და გადავწყვიტო, რა ვაკეთო მანამ, სანამ ჩემი სანთელი ბნელი გვირაბის ბოლოში გაუჩინარდება…

…შენი პატარა დისშვილი კი სერველასავით იზრდება.
ორი წლისაა და უკვე ძაან დიდია.

იმედია, ენის გულის პრანჭვები არ დასჩემდება ბებიასავით.

© გამომცემლობა „დიოგენე“, 2015
მთარგმნელი დავით ახალაძე

სტივენ კინგი - კერი 14.9 GEL

Method Man – The Meth Lab – 2015

Method Man - The Meth Lab - 2015

გამოქვეყნება: აგვისტო 21, 2015

ჩაწერილია: 2013-2015

ჟანრი: Hip-Hop

ლეიბლი: Hanz On Music, Tommy Boy Entertainment

პროდიუსერი: Hanz On

Public Enemy – Man Plans God Laughs – 2015

Public Enemy - Man Plans God Laughs - 2015

გამოქვეყნება: ივლისი 16, 2015

ჩაწერილია: 2014-2015

ჟანრი: Hip-Hop

ლეიბლი: Spitdigital

პროდიუსერი: Gary G-Wiz, Carl Ryder